დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კანადელ პოლიტიკოსებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კანადელ პოლიტიკოსებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს მიერ ჟურნალისტებისთვის გადაცემულ დოკუმენტში დასახელებული არიან მრეწველობის მინისტრი, ონტარიოს პროვინციის პრემიერი და ლიბერალური პარტიის დეპუტატი.
„კანადის მთავრობა არ რეაგირებს ჩარევის შესახებ შეშფოთებაზე, თუმცა მისი მინისტრები და პრემიერები ოფიციალურ დოკუმენტებსა და საჯარო გამოსვლებში ღიად საუბრობენ ამერიკულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის გეგმებზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, დონალდ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა, პიტერ ნავარომაც გააფრთხილა კანადელები, რომ შუალედურ არჩევნებში ჩარევა დაუშვებელია.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ აღნიშნული ბრალდებები უარყო.