დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, დაიწყოს ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ათასობით უცხოელის გადაყვანა გუანტანამოში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს დაიწყოს შეერთებულ შტატებში არალეგალურად მყოფი ათასობით უცხოელის გადაყვანა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე გუანტანამოს ყურეში. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, გადასაყვანი უცხო ქვეყნის მოქალაქეები სხვადასხვა სახელმწიფოდან არიან. მათ შორისაა ევროპული ქვეყნები: ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, ბელგია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, პოლონეთი, თურქეთი და უკრაინა; არალეგალები ასევე მსოფლიოს სხვა ნაწილებიდანაც არიან.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, საუბარია, საერთო ჯამში, 9 000 ადამიანზე. მზადება მოიცავს 9 000 ადამიანის სამედიცინო შემოწმებას, რათა დადგინდეს, არიან თუ არა ისინი საკმარისად ჯანმრთელები, რათა გაგზავნონ გუანტანამოში.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გეგმა შემუშავებელია შიდა დაკავების დაწესებულებებში რესურსების გათავისუფლების აუცილებლობის გამო.