დონალდ ტრამპი - ზოგიერთი დამნაშავე ჩვენი ქვეყნისთვის ახალი არ არის, ბევრი მათგანი აქ დაიბადა, ვფიქრობ, ისინი აქედან უნდა გავყაროთ, შესაძლოა, ეს იყოს ჩვენი მომდევნო სამუშაო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში დაბადებული ადამიანების ქვეყნიდან დეპორტაცია, შესაძლოა, მისი ადმინისტრაციის „მომდევნო სამუშაო“ იყოს.
„ზოგიერთი დამნაშავე ჩვენი ქვეყნისთვის ახალი არ არის, ბევრი მათგანი ჩვენს ქვეყანაში დაიბადა. თუ გინდათ, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ისინი აქედან უნდა გავყაროთ. ამიტომ, შესაძლოა, ეს იყოს მომდევნო სამუშაო, რომელზეც ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ასევე ცდილობს, გააუქმოს აშშ-ში დაბადების შემთხვევაში მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების უფლება.