დონალდ ტრამპი – ყველას, ვისაც „ბრიქსში“ ყოფნა სურს, ვუთხარი, კარგია, მაგრამ თქვენს ქვეყანას ტარიფებს დავუწესებთ, ყველა გამოეთიშა, ტოვებენ „ბრიქსს“

12:33, 15.10.2025

ყველას, ვისაც „ბრიქსში“ ყოფნა სურს, ვუთხარი, რომ კარგია, მაგრამ თქვენს ქვეყანას ტარიფებს დავუწესებთ. ყველა გამოეთიშა. ისინი ყველანი ტოვებენ „ბრიქსს“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დოლართან დაკავშირებით ძალიან ძლიერი პოზიცია აქვს და ყველას, ვისაც დოლართან ურთიერთობა სურს, უპირატესობა აქვს მათთან შედარებით, ვისაც ეს არ სურს.

„„ბრიქსი“ დოლარზე თავდასხმა იყო და მე ვუთხარი: თუ ამ თამაშის თამაში გსურთ, აშშ-ში შემოტანილ ყველა თქვენს პროდუქტზე ტარიფებს დავაწესებ. როგორც ვთქვი, მათ თქვეს, რომ „ბრიქსიდან“ გავდივართ. ისინი ამაზე აღარც კი საუბრობენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„ბრიქსი“ არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ათი ქვეყნისგან შედგება: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ინდონეზია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

მსგავსი