დონალდ ტრამპი - ყველამ ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, რომელსაც ესროლეს, შესანიშნავი ადამიანი, ღმერთმა დალოცოს
დონალდ ტრამპი - ყველამ ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, რომელსაც ესროლეს, შესანიშნავი ადამიანი, ღმერთმა დალოცოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩარლი კირკის დაჭრის ცნობას გამოეხმაურა.

„ყველამ უნდა ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, რომელსაც ესროლეს. შესანიშნავი ადამიანი, თავიდან ბოლომდე. ღმერთმა დალოცოს!“ – დაწერა ტრამპა სოციალურ ქსელში.

კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს.

კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნევა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელია. მის პოსდკასტს მილიონობით გამომწერი ჰყავს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, მოხდა ერთი გასროლა. მომხდართან დაკავშირებით მიმდიმარეობს გამოძიება. უცნობია აქტივისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.