დონალდ ტრამპი – ყველაფერი ლიბერალური ბინძური და ამაზრზენი ხდება
ყველაფერი ლიბერალური ბინძური და ამაზრზენი ხდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკრიტიკა ის ქალაქები, რომლებსაც დემოკრატიული პარტია მართავს. მისი თქმით, ამ ქალაქებში, დანაშაულის მაღალი დონის გარდა, სისუფთავის ნაკლებობაცაა.
„სოციალიზმი, ლიბერალიზმი, პროგრესივიზმი. სიტყვა „პროგრესივიზმი“ კარგი სიტყვაა. მათ უყვართ მისი გამოყენება, მაგრამ რადიკალური მემარცხენეები აღარ აძლევენ მათ ამ სიტყვის გამოყენების უფლებას“, – აღნიშნავს ტრამპი.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია ქალაქი, თუმცა განაცხადა, რომ ეს დახასიათება ეხება დემოკრატების მიერ მართულ პრაქტიკულად ყველა ქალაქს.