დონალდ ტრამპი - ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და ყველასთან ურთიერთობის დალაგება კარგია და არა ცუდი
დონალდ ტრამპი - ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და ყველასთან ურთიერთობის დალაგება კარგია და არა ცუდი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას „ტვიტერზე“ ავრცელებს.

„მქონდა ხანგრძლივი და კარგი დიალოგი რუსეთის პრეზიდენტთან, პუტინთან. როგორც ყოველთვის ვამბობდი, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე კუდიანებზე ნადირობა დაიწყებოდა, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და ყველასთან ურთიერთობის დალაგება კარგია და არა ცუდი“, – წერს ამერიკის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან განიხილა ვენესუელას, უკრაინის, ჩრდილოეთ კორეისა და ვაჭრობის საკითხები. ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საუბარი ნაყოფიერი იყო.

ტრამპის თქმით, ასევე ლიდერებმა ისაუბრეს ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხზე.

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ერთ საათზე მეტხანს ისაუბრეს.