დონალდ ტრამპი ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს
დონალდ ტრამპი ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს.

„სიბიენთან“ ინტერვიუს დროს კითხვაზე, თუ რა დანაშაულზე შეიძლება იყოს საუბარი, ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს სახელმწიფო ღალატია“.

„როდესაც მე დიდი ხნის წინ გამოვედი, ვთქვი, რომ ისინი ჩვენი კამპანიის წინააღმდეგ ჯაშუშობდნენ. ვთქვი, რომ ისინი იწერდნენ. აღმოჩნდა, რომ მე მართალი ვიყავი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მისმა წინამორბედმა, სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ხელი შეუწყო შეთქმულებას და მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიას ძირი გამოუთხარა.

საქმე ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიების გადასინჯვას.

ტრამპი ამტკიცებს, რომ „2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმე ობამასა და მისი ადმინისტრაციის მიერ იყო გამოგონილი“.

ამასთან, აშშ-ის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ მათი გამოძიება ბარაკ ობამას ან ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ გამოიწვევს.