დონალდ ტრამპი - ყალბი ამბების მედიას სძულს გაშუქება, რამდენად ეფექტურად იმოქმედა აშშ-მა ირანის წინააღმდეგ, რომელიც დამარცხებულია და შეთანხმება სურს, მაგრამ არა ისეთის, რაზეც დავთანხმდები
ირანს შეთანხმება სურს, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც მე დავთანხმდები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპი კვლავ აკრიტიკებს ჟურნალისტებს და აღნიშნავს, რომ ირანი სრულად დამარცხებულია.
„ყალბი ამბების მედიას სძულს იმის გაშუქება, რამდენად ეფექტურად იმოქმედეს აშშ-ის სამხედროებმა ირანის წინააღმდეგ, რომელიც სრულად დამარცხებულია და შეთანხმების დადება სურს, მაგრამ არა ისეთი შეთანხმების, რომელზეც მე დავთანხმდები“, – წერს ტრამპი.
მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ შეთანხმებაზეა საუბარი და რა პირობები შეიძლებოდა შეეთავაზებინათ ირანის წარმომადგენლებს.