დონალდ ტრამპი - ყალბი ამბების მედია უარს ამბობს იმის გაშუქებაზე, თუ რამდენად ეფექტიანია აშშ-ის საზღვაო ბლოკადა
დონალდ ტრამპი - ყალბი ამბების მედია უარს ამბობს იმის გაშუქებაზე, თუ რამდენად ეფექტიანია აშშ-ის საზღვაო ბლოკადა

ყალბი ამბების მედია უარს ამბობს იმის გაშუქებაზე, თუ რამდენად ეფექტიანია აშშ-ის საზღვაო ბლოკადა – ყველაზე წარმატებული ბლოკადა საზღვაო ომების ისტორიაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის ნებართვის გარეშე, დანიშნულების ადგილამდე ვერაფერი აღწევს.

„ეს ფოლადის კედელია! ირანი საერთოდ ვერ აწარმოებს ბიზნესს, ვერ უხდის ხელფასებს საკუთარ სამხედროებს, ვერც სხვა ფინანსურ ვალდებულებებს ასრულებს და სწრაფად იქცევა წარუმატებელ სახელმწიფოდ! დიდი რაოდენობით ნავთობი გადის ქვეყნიდან. დიდება ალაჰს!“ – წერს ტრამპი.