დონალდ ტრამპი - წარუმატებელმა „ნიუ იორკ თაიმსმა“, ყალბმა „სიენენმა“ და სხვებმა არ იციან, რა ქნან, თავდაუზოგავად ეძებენ მიზეზს, გამაკრიტიკონ ირანის საკითხზე, მაგრამ ვერაფერს პოულობენ
დონალდ ტრამპი - წარუმატებელმა „ნიუ იორკ თაიმსმა“, ყალბმა „სიენენმა“ და სხვებმა არ იციან, რა ქნან, თავდაუზოგავად ეძებენ მიზეზს, გამაკრიტიკონ ირანის საკითხზე, მაგრამ ვერაფერს პოულობენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ნიო იორკ თაიმსის“, „სიენენისა“ და სხვა მედიასაშუალებების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.

აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„წარუმატებელმა „ნიუ იორკ თაიმსმა“, ყალბმა „სიენენმა“ და სხვებმა არ იციან, რა ქნან. თავდაუზოგავად ეძებენ მიზეზს, გააკრიტიკონ პრეზიდენტი ტრამპი ირანის საკითხზე, მაგრამ ვერაფერს პოულობენ. უბრალოდ რატომ არ ამბობენ, სწორ დროს სამუშაო კარგად შესრულდა, ბატონო პრეზიდენტო, და არ იწყებენ სანდოობის დაბრუნებას?“ – წერს ტრამპი.