დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან მალე ვისაუბრებ და გავიგებ, რას გავაკეთებთ
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან მალე ვისაუბრებ და გავიგებ, რას გავაკეთებთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს გამართავს.

„მალე ვისაუბრებ პუტინთან და, ზოგადად, გავიგებ, რას გავაკეთებთ. მინდა, ეს ყველაფერი შეწყდეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პოლონეთის პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ქმედებებს „კონფლიქტის დაწყების მნიშვნელოვანი მიზეზი“ უწოდა.

„ბაიდენმა სულელურად დახარჯა 350 მილიარდი დოლარი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ეს ყველაფერი დაიწყო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.