დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან დათმობაზე არ წავსულვარ
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან დათმობაზე არ წავსულვარ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰელსინკიში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს არაფერზე დაუხევია უკან და არც დათმობაზე წასულა. ამის შესახებ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter – ზე დაწერა.

„როდესაც ყალბი ახალი ამბებიდან იგებთ, რომ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის დროს დათმობებზე წავედი, გახსოვდეთ, რომ მე კომპრომისზე არ წავსულვარ. ჩვენ უბრალოდ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო გამოსავალზე ვსაუბრობდით“,- წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ფინეთის დედაქალაქში, 16 ივლისს შეხვდნენ.