დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე კითხვას დაუსვამს
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე კითხვას დაუსვამს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, კითხვა დაუსვას ვლადიმერ პუტინს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ბრიუსელში ნატოს სამიტის ფარგლებში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე კვლავ დავუსვამ ამ კითხვას. მას შეუძლია უარყოს ის” – განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ აპირებს უთხრას ვლადიმერ პუტინს, რომ  „ასე აღარ გააკეთოს”.

აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პუტინთან ურთიერთობებს დაალაგებს.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა რუსეთს როგორც საფრთხეს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სურს, რომ ასე იყოს და სწორედ ამიტომ ხარჯავს თავდაცვაზე ამდენს .