დონალდ ტრამპი - ვისურვებდი, კორონავირუსის შესახებ ჩინეთს ჩვენთვის უფრო ადრე ეთქვა
ვისურვებდი, კორონავირუსის შესახებ ჩინეთს ჩვენთვის უფრო ადრე ეთქვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„დიდ პატივს ვცემ ჩინეთს. მომწონს ჩინეთი, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს სი ძინპინთან. ვისურვებდი,
მათ უფრო ადრე ეთქვათ, რა ხდებოდა შიგნით. ჩვენ ამის შესახებ მას შემდეგ გავიგეთ, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთმა ინფორმაცია გაასაიდუმლოა, რაც ძალიან სამწუხაროა.