დონალდ ტრამპი - ვინმემ უთხრას პაპ ლეოს, რომ ირანმა ბოლო ორი თვის განმავლობაში, სულ მცირე, 42 000 უდანაშაულო მომიტინგე მოკლა
ვინმემ უთხრას პაპ ლეოს, რომ ირანმა ბოლო ორი თვის განმავლობაში, სულ მცირე, 42 000 უდანაშაულო, სრულიად უიარაღო მომიტინგე მოკლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომის პაპ ლეოს ვინმემ ასევე უნდა უთხრას, რომ ირანისთვის ბირთვული ბომბის ფლობა აბსოლუტურად მიუღებელია.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ „რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ – სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია“. მისივე თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. საპასუხოდ რომის პაპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია და ომის წინააღმდეგ აქტიურ გამოსვლებს გააგრძელებს.