დონალდ ტრამპი - ვიდრე პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი
დონალდ ტრამპი - ვიდრე პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმალური ზიანი მიადგა აშშ-ის ბაზებს და ამერიკის მოქალაქეები არ დაზარალებულან.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ვიდრე ის პრეზიდენტია, ირანს ვერ ექნება ბირთვული იარაღი.

„ვიდრე პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ამერიკელები არ დაშავებულან დაბომბვის შედეგად და სამხედრო ბაზებზე მინიმალური ზარალია. ირანელები მშვიდდებიან და ეს კარგი ნიშანია მთელი მსოფლიოსთვის. როდესაც ირანი ახდენდა რეგიონის დესტაბილიზაციას, ეს დრო დასრულდა.

ლიკვიდირებულია მთავარი ტერორისტი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი ხოცვაზე. ის წვრთნიდა ტერორისტებს და ხოცავდა ადამიანებს. სოლეიმანი იყო პასუხისმგებელი აშშ-ის საელჩოზე თავდასხმასა და ბაზაზე თავდასხმაში. ის გეგმავდა ახალ თავდასხმას, მაგრამ ჩვენ შევაჩერეთ. უნდა შეგვეჩერებინა დიდი ხნის წინ და ბევრი ადამიანი გადარჩებოდა. სანქციები დარჩება, ვიდრე ირანი არ შეიცვლის კურსს. ირანი საფრთხეს უქმნის ნავთობტანკერებს, თავს დაესხა მათ და ასევე ჩამოაგდო აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავები. ირანი ქმნის ჯოჯოხეთს იემენში, ავღანეთში, სირიაში, ერაყში“, – განაცხადა ტრამპმა.