დონალდ ტრამპი – ვიცი, რომ პუტინს შეხვედრა სურს და მას ძალიან მალე შევხვდები, უფრო ადრეც შევხვდებოდი, მაგრამ რაღაცების გასაკეთებლად ოფისში ყოფნაა საჭირო
FILE PHOTO: U.S. President Donald Trump and Russia's President Vladimir Putin talk during the family photo session at the APEC Summit in Danang, Vietnam November 11, 2017. REUTERS/Jorge Silva/File Photo - RC1287F1C9B0
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან რაც შეიძლება მალე შეხვედრას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპს არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, თუ როდის აპირებს პუტინთან შეხვედრას.
„მე ვიცი, რომ მას სურს შეხვედრა და მე მას ძალიან მალე შევხვდები. უფრო ადრეც შევხვდებოდი, მაგრამ რაღაცების გასაკეთებლად საჭიროა ოფისში ყოფნა“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, თუ რა არის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების სტრატეგია? საპასუხოდ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი სტრატეგია არსებობს და ეს პუტინზეა დამოკიდებული.
„არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული. ვერ წარმომიდგენია, ის ძალიან აღფრთოვანებული იყოს იმით, თუ როგორ მიდის საქმე, რადგან მისთვისაც არ მიდის სავსებით კარგად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.