დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, მარკ კარნი არის ძალიან ძლიერი, მსოფლიო დონის ლიდერი, შესანიშნავ საქმეს აკეთებს, მაგრამ რთული მომლაპარაკებელია
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, მარკ კარნი არის ძალიან ძლიერი, მსოფლიო დონის ლიდერი, შესანიშნავ საქმეს აკეთებს, მაგრამ რთული მომლაპარაკებელია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის რთული მომლაპარაკებელი უწოდა.

ამის შესახებ ტრამპმა კარნისთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს განაცხადა.

„ვფიქრობ, ის შესანიშნავი პრემიერ-მინისტრია. არის ძალიან ძლიერი, კარგი ლიდერი. კარგი კაცია, მაგრამ შეუძლია, იყოს რთული. მას შეუძლია, იყოს ძალიან რთული. ამის თქმა შემიძლია, რადგან ურთიერთობა მაქვს უამრავ ლიდერთან მსოფლიოში. ის არის მსოფლიო დონის ლიდერი. ის არის კაცი, რომელმაც იცის, რა სურს. არ მიკვირს, რომ მან მოიგო არჩევნები და მოიგო მნიშვნელოვნად. ვფიქრობ, ახლა უფრო პოპულარულია. ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს, მაგრამ რთული მომლაპარაკებელია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჟურნალისტმა ამერიკის ლიდერს ჰკითხა, რა აფერხებს კანადასთან მოლაპარაკების დროს, თუ მარკ კარნი დიდებული კაცია, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ მასაც სურს დიდებული იყოს.

„მეც მსურს, დიდებული ვიყო“, – აღნიშნა ტრამპმა.