დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, კანადასთან შეთანხმებას მივაღწევთ, ასევე ვმუშაობთ მექსიკასთან ახალ შეთანხმებაზე, მე მხოლოდ კარგ გარიგებებს ვდებ

02:16, 22.08.2026

კანადასთან შეთანხმება წინ მიდის, ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობას მექსიკასთანაც იწყებს.

„კანადის პრემიერ-მინისტრთან კარგი ურთიერთობა მაქვს. დიახ, ჩვენ ჩვენს ფერმერებზეც უნდა ვიზრუნოთ. ფერმერები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კანადასთან შეთანხმება წინ მიდის და ვფიქრობ, კანადასთან შეთანხმებას მივაღწევთ. ჩვენ ასევე მექსიკასთან ახალ შეთანხმებაზე მუშაობასაც ვიწყებთ, აშშ-ისთვის გაცილებით უკეთეს შეთანხმებაზე. მე მხოლოდ კარგ გარიგებებს ვდებ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი