დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, „ჰამასს“ სიკვდილი უნდა, რაც ძალიან ცუდია, დადგა დრო, როდესაც ისრაელს მოუწევს, სამუშაო დაასრულოს  
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, „ჰამასს“ სიკვდილი უნდა, რაც ძალიან ცუდია, დადგა დრო, როდესაც ისრაელს მოუწევს, სამუშაო დაასრულოს  

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელს მიმართავს, „ჰამასთან“ მიმართებაში სამუშაო ბოლომდე მიიყვანოს.

„ვფიქრობ, მათ სიკვდილი უნდათ, ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ჰამასზე“ საუბრისას და აღნიშნა, რომ ისრაელისთვის „დადგა დრო, როდესაც მოუწევს, დაასრულოს სამუშაო“.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ „ჰამასი“ არც კოორდინაციაში იყო და არც კეთილსინდისიერად მოქმედებდა, რის გამოც თეთრმა სახლმა უკან გაიწვია ახლო აღმოსავლეთში თავისი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და „ალტერნატიული ვარიანტების“ შესწავლა დაიწყო, თუმცა „ჰამასის“ წარმომადგენლები ვაშინგტონის ამ პოზიციას უარყოფენ.