დონალდ ტრამპი - ვცდილობთ ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებას, რადგან ის ახლოსაა ადგილთან, სადაც ჩინეთი ბირთვულ იარაღს აწარმოებს
დონალდ ტრამპი - ვცდილობთ ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებას, რადგან ის ახლოსაა ადგილთან, სადაც ჩინეთი ბირთვულ იარაღს აწარმოებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება უნდა.

ტრამპის თქმით, ავღანეთში მდებარე ავიაბაზის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი მისი ახლო მდებარეობაა ადგილთან, სადაც ჩინეთი ბირთვულ იარაღს აწარმოებს.

„ჩვენ ამ ბაზის დაბრუნებას ვცდილობთ, რადგანაც მათ სჭირდებათ რაღაცები ჩვენგან და ჩვენ გვინდა ამ ბაზის დაბრუნება. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გვინდა ამ ბაზის დაბრუნება, ისაა, რომ ერთი საათის სავალზეა იმ ადგილიდან, სადაც ჩინეთი აწარმოებს საკუთარ ბირთვულ იარაღს“, – განაცხადა ტრამპმა.