დონალდ ტრამპი - ვაქცინა მოდის, ბოლო მონაცემებით, 90 პროცენტით ეფექტურია
დონალდ ტრამპი - ვაქცინა მოდის, ბოლო მონაცემებით, 90 პროცენტით ეფექტურია

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი კორონავირუსის ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ზრდაა. ვაქცინა მოდის, ბოლო მონაცემებით 90 პროცენტით ეფექტურია. შესანიშნავი ახალი ამბავია“, – წერს დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.