დონალდ ტრამპი - უთხარით „ჰამასს“, დაუყოვნებლივ დააბრუნოს არა ორი, ხუთი ან შვიდი, არამედ ყველა მძევალი და ვითარება სწრაფად შეიცვლება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ჰამასს“ მოუწოდებს, ყველა მძევალი გაათავისუფლოს.
„უთხარით „ჰამასს“, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნოს ყველა, ოცივე მძევალი (არა 2, 5 ან 7) და ვითარება სწრაფად შეიცვლება. ეს დასრულდება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
როგორც ისრაელის მედია წერს, ღაზის სექტორში 48 მძევალია, მათ შორის 47 „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს, თავდასხმის დროს აიყვანა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დარჩენილი მძევლებიდან, სულ მცირე, 26 ადამიანი გარდაცვლილია.