დონალდ ტრამპი უსახლკაროების დასახმარებლად სამ მილიარდ დოლარამდე თანხას გამოყოფს
დონალდ ტრამპი უსახლკაროების დასახმარებლად სამ მილიარდ დოლარამდე თანხას გამოყოფს

აშშ-ის პრეზიდენტი უსახლკარო მოქალაქეების დასახმარებლად თითქმის სამ მილიარდ დოლარს გამოყოფს.

როგორც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, მისი ადმინისტრაცია ზრუნავს ყველაზე მოწყვლად მოქალაქეებზე.

„საგანგებო გადაწყვეტილებების გრანტების სახით გამოვყოფ 2,96 მილიარდ დოლარს უსახლკარო ამერიკელებისა და მათ დასახმარებლად, ვინც სახლის დაკარგვის რისკის წინაშეა სამსახურის ან შემოსავლის დაკარგვის, ასევე ავადმყოფობის გამო „კოვიდ-19“-ის შედეგად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოწყვლად მოქალაქეებზე“, – წერს აშშ-ის ლიდერი.