დონალდ ტრამპი - „უპირობო დანებება“ შესაძლოა, არ გულისხმობდეს ირანის მიერ ოფიციალურად ამის აღიარებას, ეს შეიძლება, მოხდეს მაშინ, როდესაც მათ აღარ შეეძლებათ ბრძოლა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის „უპირობო დანებება“, შესაძლოა, არ გულისხმობდეს ირანის მიერ ოფიციალურად ამის აღიარებას. ამის შესახებ ტრამპმა „აქსიოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
„უპირობო დანებება შეიძლება იყოს მათი განცხადება, თუმცა ეს ასევე შეიძლება, მოხდეს მაშინ, როდესაც მათ აღარ შეეძლებათ ბრძოლა, რადგან არც არავინ ჰყავდეთ და არც არაფერი ჰქონდეთ საბრძოლველად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანთან შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო დანებებისა.