დონალდ ტრამპი - უნდა გახსნან „ტრამპის სრუტე“, ვგულისხმობ, ჰორმუზის სრუტეს, ირანი ოდესღაც ძლიერი ქვეყანა იყო, მაგრამ აღარ არის, იქ კიდევ 3 554 სამიზნეზეა დასარტყმელი, ეს სწრაფად გაკეთდება
დონალდ ტრამპი - უნდა გახსნან „ტრამპის სრუტე“, ვგულისხმობ, ჰორმუზის სრუტეს, ირანი ოდესღაც ძლიერი ქვეყანა იყო, მაგრამ აღარ არის, იქ კიდევ 3 554 სამიზნეზეა დასარტყმელი, ეს სწრაფად გაკეთდება

ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ისინი შეთანხმების მიღწევას ითხოვენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის ომთან დაკავშირებით განაცხადა.

„გამოვიდა, მართალი ვიყავი. ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რაც ორი დღის შემდეგ აღიარეს და თავიანთი არასწორი განცხადების გამოსასწორებლად განაცხადეს, რომ ნავთობით დატვირთულ რვა გემს გამოგიგზავნით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“ უწოდა.

„მათ ეს უნდა გახსნან, მათ უნდა გახსნან ტრამპის სრუტე. ვგულისხმობ, ჰორმუზის სრუტეს. ბოდიშს გიხდით, ძალიან ვწუხვარ. საშინელი შეცდომაა. ყალბი ამბები იტყვის: „შემთხვევით თქვა“. არა, ჩემთან შემთხვით არაფერი ხდება. არც ისე ბევრი რამ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, არსებობს „იურიდიული მიზეზი“, რის გამოც ირანში მიმდინარე მოვლენებს ომს კი არა, „სამხედრო კონფლიქტს“ უწოდებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანში „კიდევ 3 554“ სამიზნეზე აქვს დასარტყმელი.

„ეს საკმაოდ სწრაფად გაკეთდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა განაცხადა, ირანი ოდესღაც ძლიერი ქვეყანა იყო, მაგრამ „ის აღარ არის ძლიერი“.