დონალდ ტრამპი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – აშშ პატივს სცემს თქვენს ბრძოლას, პატივს მიაგებს თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი მომავალის, როგორც დამოუკიდებელი ერის
დონალდ ტრამპმა უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. აშშ-ის პრეზიდენტის წერილს, რომელშიც დონალდ ტრამპი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„უკრაინელ ხალხს აქვს გაუტეხელი სული, ხოლო თქვენი ქვეყნის სიმამაცე ბევრს შთააგონებს. ამ მნიშვნელოვან დღეს იცოდეთ, რომ აშშ პატივს სცემს თქვენს ბრძოლას, პატივს მიაგებს თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი მომავლის, როგორც დამოუკიდებელი ერისა“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოვიდა დრო, „ბოლო მოეღოს უაზრო მკვლელობებს“.
„აშშ მხარს უჭერს დარეგულირების მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგი იქნება მყარი, გრძელვადიანი მშვიდობა, ბოლოს მოუღებს სისხლისღვრას და დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ღირსებას“, – წერს ტრამპი.
Dear @POTUS, thank you for your heartfelt congratulations on Ukraine’s Independence Day. We appreciate your kind words for the Ukrainian people, and we thank the United States for standing shoulder to shoulder with Ukraine in defending what is most valuable: independence,… pic.twitter.com/VmY9JvEvtA
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 24, 2025