დონალდ ტრამპი უკრაინაში „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ სერვისებთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას უარყოფს

13:57, 22.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ სერვისებთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას უარყოფს.

ჟურნალისტის კითხვაზე, გასცა თუ არა ილონ მასკმა პირადად ბრძანება „სტარლინკისა“ და „სტარშილდის“ მუშაობის შენელების შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „მე ამაში ჩართული არ ვყოფილვარ. არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს, მაგრამ მე ამაში მონაწილეობა არ მიმიღია“.

„ჩვენ ამჟამად რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, შეთანხმებასთან ახლოს ვართ. როდესაც შეთანხმებასთან ახლოს ხარ და ძალიან დელიკატურ მოლაპარაკებებს აწარმოებ, სანქციებს არ აწესებ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მანამდე The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა „სტარლინკის“ სამხედრო დანიშნულების ვერსიის მუშაობის შენელების ბრძანება გასცა. საუბარია სერვისზე, რომელსაც უკრაინა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დასაცავად იყენებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის „სტარლინკზე“ წვდომის შესახებ გადაწყვეტილებებს კომპანია SpaceX-ი და ილონ მასკი იღებენ და არა თეთრი სახლი. ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, კიევს სერვისზე წვდომა სწორედ მასკმა შეუზღუდა.

მსგავსი