დონალდ ტრამპი - უკრაინაში ომის დასრულება არის ერთ-ერთი, რის გაკეთებაც სწრაფად მინდა, პუტინმაც თქვა, რომ სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე, ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ, უნდა დავასრულოთ ეს ომი
დონალდ ტრამპი - უკრაინაში ომის დასრულება არის ერთ-ერთი, რის გაკეთებაც სწრაფად მინდა, პუტინმაც თქვა, რომ სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე, ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ, უნდა დავასრულოთ ეს ომი

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ელოდება, რათა უკრაინაში ომი დაასრულოს.

ამის შესახებ ტრამპმა არიზონაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინაში ომის დასრულება არის ერთ-ერთი, რის გაკეთებაც სწრაფად მინდა. პრეზიდენტმა პუტინმაც თქვა, რომ სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე. ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ეს ომი საშინელებაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ეს ომი არასდროს მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო პრეზიდენტი“.

ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი 19 დეკემბერს გამოთქვა. მისი თქმით, ნებისმიერ დროს მზად არის საუბრისა და შეხვედრისთვის.