დონალდ ტრამპი უკრაინაში ამერიკული კონტინგენტის განთავსებას გამორიცხავს და ამბობს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ იქნება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ამერიკული კონტინგენტი არ განთავსება. ტრამპი ასევე ამბობს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ იქნება.
„უკრაინა არ იქნება ნატო-ს ნაწილი. თუმცა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის საფრანგეთს და გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს სურთ, განათავსონ ადგილზე შეიარაღებული ძალები, რაც არ მგონია, პრობლემა იყოს. ვფიქრობ, პუტინი დაიღალა. ვფიქრობ, ისინი ყველანი დაიღალნენ. უახლოეს რამდენიმე კვირაში გვეცოდინება პრეზიდენტ პუტინის შესახებ და ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს. შესაძლოა, არც მოისურვოს შეთანხმების გაფორმება“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, კითხვაზე, იქნება თუ არა ამერიკული კონტინგენტი განთავსებული უკრაინაში, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს, რომ უკრაინაში ამერიკული კონტინგენტი არ განთავსდება.
„გარწმუნებთ, რომ არა. მე ვცდილობ, შევაჩერო ხოცვა. ყოველკვირეულად ხუთიდან შვიდი ათასამდე ადამიანი იღუპება ამ საშინელ ომში“, – აღნიშნა ტრამპმა.