დონალდ ტრამპი თურქეთში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების გამო შეშფოთებულია
დონალდ ტრამპი თურქეთში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების გამო შეშფოთებულია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეშფოთებულია თურქეთში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების გამო. განცხადება დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. გავრცელებული ცნობით, მანამდე ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა, რათა დოკუმენტები გაეფორმებინა. მისი საცოლე საკონსულოში არ შეუშვეს და უთხრეს, რომ ჟურნალისტმა შენობა უკვე წავიდა.

მომხდართან დაკავშირებით, საუდის არაბეთის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში რამდენჯერმე დაიბარეს. ჯამალ ხაშოგი ცნობილია საუდის არაბეთის ხელისუფლების წევრების მკაცრი კრიტიკით. ის სტატიებს „ვაშინგტონ პოსტისთვის“ წერს.​

ხაშოგის მეგობრები ვარაუდობენ, რომ ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს.

ეჭვების გასაბათილებლად, საუდის არაბეთის გენერალურმა კონსულმა შენობა სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტს დაათვალიერებინა. თუმცა, თურქ სამართალდამცველებს სურთ, თავად დაათვალიერონ ტერიტორია. საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, ის პირად კონტროლზე აიყვანა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.