დონალდ ტრამპი - თუ ქვეყანაში კორონავირუსით 200 000-ზე მეტი ადამიანი არ დაიღუპება, ნიშნავს, რომ ყველამ კარგად იმუშავა
დონალდ ტრამპი - თუ ქვეყანაში კორონავირუსით 200 000-ზე მეტი ადამიანი არ დაიღუპება, ნიშნავს, რომ ყველამ კარგად იმუშავა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანაში კორონავირუსით 200 000-ზე მეტი ადამიანი არ დაიღუპება, ნიშნავს, რომ ყველამ კარგად იმუშავა.

დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსით მილიონობით ადამიანის დაღუპვაზე საუბარი გადაჭარბებულია და აშშ-ში მსხვერპლი ბევრად ნაკლები იქნება, ქვეყანა კი პარალელურად ეტაპობრივად ამუშავდება.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები დეპრესიის საფუძველია როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ეკონომიკისთვის და შესაძლოა, იყოს სუიციდისა და ნარკოდამოკიდებულების შემთხვევების მატება.

„მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო ადამიანების გადასარჩენად და ეკონომიკის კვლავ გასაძლიერებლად, როგორც ადრე იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმსიენენს“ განუცხადა, რომ პანდემიამ საბოლოოდ შეიძლება 100 000-დან 200 000-მდე ადამიანი იმსხვერპლოს, თუ შეერთებულ შტატებში შემარბილებელი ზომები არ განხორციელდება.

აშშ-ში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირების შემთხვევებმა 140 000-ს გადააჭარბა, 2 400-ზე მეტი კი დაიღუპა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, 2010 წლიდან, გრიპის შედეგად აშშ-ში ყოველწლიურად 12 000-დან 61 000-მდე ადამიანი იღუპებოდა. 1918-1919 წლებში აშშ-ში გრიპის პანდემიამ 675 000 ადამიანი იმსხვერპლა.