დონალდ ტრამპი – ტრიუმფალური თაღი მსოფლიოს 59 ქალაქშია, პარიზის ტრიუმფალური თაღი რადიკალი მემარცხენე შეშლილების ალყაშია, ამიტომ ასეთი თაღი მსოფლიოს მხოლოდ 58 ქალაქშია დარჩენილი

11:27, 20.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიოს 59 ქალაქში ტრიუმფალური თაღია, ვაშინგტონი კი ერთადერთია, რომელსაც ასეთი თაღი არ აქვს.

ტრამპის თქმით, პარიზში ტრიუმფალური თაღი „რადიკალი მემარცხენე შეშლილების“ ალყაშია მოქცეული.

„მსოფლიოს 59 ქალაქში ტრიუმფალური თაღია. ვაშინგტონი ერთადერთია, სადაც ის არ არის. პარიზში ტრიუმფალური თაღი იმ რადიკალი მემარცხენე შეშლილების ალყაშია, რომლებმაც ქვეყანა ჩაიგდეს ხელში. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეთი თაღი მსოფლიოს მხოლოდ 58 ქალაქშია დარჩენილი“, – წერს ტრამპი.

მსგავსი