დონალდ ტრამპი - „ტომაჰავკების“ გამოყენება ძალიან რთულია, ერთი წელი სჭირდება ამის სწავლას, ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ და სხვა ადამიანებისთვის სწავლებას არ ვაპირებთ
დონალდ ტრამპი - „ტომაჰავკების“ გამოყენება ძალიან რთულია, ერთი წელი სჭირდება ამის სწავლას, ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ და სხვა ადამიანებისთვის სწავლებას არ ვაპირებთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გამოყენების შესწავლას, ჩვეულებრივ, ერთი წელი სჭირდება, რის გამოც უკრაინა მათ გამოყენებას ამერიკელების დახმარების გარეშე ვერ შეძლებს.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები არ აპირებს, „ტომაჰავკების“ გამოყენება სხვებსაც ასწავლოს.

„პრობლემა „ტომაჰავკებთან“ დაკავშირებით არის ის, რაც ბევრმა არ იცის – სულ მცირე, ექვსი თვე, ჩვეულებრივ კი, ერთი წელი სჭირდება მათი გამოყენების სწავლას. ეს ძალიან რთულია. ასე რომ, ერთადერთი გზა „ტომაჰავკების“ გამოყენების არის, თუ მას ჩვენ გავისვრით და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. „ტომაჰავკი“ ძალიან ძლიერი, ძალიან ზუსტი იარაღია. ერთი წელი ინტენსიური ტრენინგი სჭირდება მისი გამოყენების სწავლებას. ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ის და არ ვაპირებთ სხვა ადამიანებისთვის სწავლებას“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.