დონალდ ტრამპი - „ტომაჰავკები“ ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენც გვჭირდება, მათ დეფიციტს ვერ შევქმნით
დონალდ ტრამპი - „ტომაჰავკები“ ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენც გვჭირდება, მათ დეფიციტს ვერ შევქმნით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავშეკავებულად უყურებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდების პერსპექტივას.

„ჩვენ „ტომაჰავკები“ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც გვჭირდება – ბევრი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება. ჩვენ მათ დეფიციტს ვერ შევქმნით. არ ვიცი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან თავისი პირადი ურთიერთობის გამო რუსეთ-უკრაინის ომი ადვილად მოსაგვარებელი ეგონა.