დონალდ ტრამპი - თითქმის 100 წლის განმავლობაში ფედერალური ბიუროკრატია იზრდებოდა, ვიდრე არ გაანადგურა ჩვენი თავისუფლებები, აურჩეველი ბიუროკრატების მმართველობის დრო დასრულდა
დონალდ ტრამპი - თითქმის 100 წლის განმავლობაში ფედერალური ბიუროკრატია იზრდებოდა, ვიდრე არ გაანადგურა ჩვენი თავისუფლებები, აურჩეველი ბიუროკრატების მმართველობის დრო დასრულდა

თითქმის 100 წლის განმავლობაში ფედერალური ბიუროკრატია იზრდებოდა, ვიდრე არ გაანადგურა ჩვენი თავისუფლებები, აურჩეველი ბიუროკრატების მმართველობის დრო დასრულდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ფედერალური ბიუროკრატები, რომლებიც ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან.

„თითქმის 100 წლის განმავლობაში ფედერალური ბიუროკრატია იზრდებოდა, ვიდრე არ გაზარდა ჩვენი დეფიციტები და არ შეაჩერა აშშ-ის პოტენციალი ყველანაირად. გვყავს ასობით, ათასობით ფედერალური მუშაკი, რომლებიც სამსახურში არ დადიან. ჩვენი ადმინისტრაცია დაიბრუნებს ძალაუფლებას ამ გაუთვალისწინებელი ბიუროკრატიისაგან და ჩვენ კვლავ აღვადგენთ ჭეშმარიტ დემოკრატიას აშშ-ში. ნებისმიერ ფედერალურ ბიუროკრატს, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ცვლილებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებთ სამსახურიდან, რადგან ჩვენ ვწმენდთ ჭაობს. ეს ძალიან მარტივია. აურჩეველი ბიუროკრატების მმართველობის დრო დასრულდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.