დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს შეხვდება 
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს შეხვდება 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 ივნისს თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

ლიდერები ჩრდილოეთ კორეის გარშემო არსებულ საკითხებს განიხილავენ, მათ შორის 1970-1980-იან წლებში ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურების მიერ გატაცებულ იაპონიის მოქალაქეებთან დაკავშირებით ვაშინგტონის ძალისხმევის გაძლიერებაზეც იმსჯელებენ.