დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში აზიარებს CNBC-ის სტატიას სათაურით „პუტინმა განაცხადა, რომ ევროპა პატრონს ფეხქვეშ გაეგება, რადგან ტრამპის ტარიფებმა მოკავშირეები შეაშფოთა“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზიარებს CNBC-ის სტატიას სათაურით – „პუტინმა განაცხადა, რომ ევროპა პატრონს ფეხქვეშ გაეგება, რადგან ტრამპის ტარიფებმა მოკავშირეები შეაშფოთა“.
სტატია ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული განცხადება 2 თებერვალს გააკეთა. პუტინმა განაცხადა, რომ „ტრამპი თავისი ხასიათით, თავისი დაჟინებით სწრაფად აღადგენს წესრიგს ევროპაში, ისინი პატრონის ფეხებთან დადგებიან და „ოდნავ გააქიცინებენ კუდებს“.