დონალდ ტრამპი - თავდაცვის სამინისტროს მივეცი დავალება, დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა, ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს მისცა დავალება, „დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის გამოცდა“.
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს მეტი ბირთვული იარაღი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას.
„ქვეყანამ ამას, მათ შორის არსებული იარაღის სრულ განახლებასა და მოდერნიზაციას, ჩემი პირველი ვადის დროს მიაღწია. უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ არის. რუსეთი მეორე ადგილზეა, ხოლო ჩინეთი – მესამეზე, თუმცა ხუთ წელიწადში გაუსწრებს. სხვა ქვეყნების გამოსაცდელი პროგრამების გათვალისწინებით. დავალება მივეცი თავდაცვის სამინისტროს, დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა თანაბარ პირობებში. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.