დონალდ ტრამპი - ტარიფებს ვიყენებთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება მსოფლიოში, მათ შორის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ჰქონდათ უპირატესობა ყოფილ, კორუფციულ ადმინისტრაციასთან
დონალდ ტრამპი - ტარიფებს ვიყენებთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება მსოფლიოში, მათ შორის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ჰქონდათ უპირატესობა ყოფილ, კორუფციულ ადმინისტრაციასთან

ტარიფებს ვიყენებთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება მსოფლიოში, მათ შორის იმ ქვეყნების მიმართ, ვისაც ჰქონდა უპირატესობა ყოფილ ადმინისტრაციასთან, კორუფციულ, არაკომპეტენტურ ადმინისტრაციასთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ ქვეყნებს უწესებს იმ ტარიფებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა აშშ-ზე.

„გაძარცვეს იმ ქვეყნების ქარხნები, რომლებიც წესებს იცავენ. სამწუხაროა ამის ყურება, ისინი დაიშალნენ. ისინი დაშალეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც წესებს არ იცავენ. სწორედ ამიტომ უწესებს ახლა აშშ ტარიფებს სხვა ქვეყნებს, რომელი ტარიფებიც დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა აშშ-ზე. ჩვენ ვიყენებთ ტარიფებს, როგორც თავდაცვის საშუალებას. ჩემი ადმინისტრაციის დროს ასობით მილიარდი დოლარი ავიღეთ. ჩენ გვაქვს ყველაზე დაბალი ინფლაცია. ტარიფებს ვიყენებთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება მსოფლიოში, მათ შორის იმ ქვეყნების მიმართ, ვისაც ჰქონდა უპირატესობა ყოფილ ადმინისტრაციასთან, კორუფციულ, არაკომპეტენტურ ადმინისტრაციასთან, მძინარა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან“, – აღნიშნა ტრამპმა.