დონალდ ტრამპი - თალიბები კარგი მებრძოლები არიან, ჰკითხეთ ამის შესახებ საბჭოთა კავშირს
დონალდ ტრამპი - თალიბები კარგი მებრძოლები არიან, ჰკითხეთ ამის შესახებ საბჭოთა კავშირს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოძრაობა „თალიბანის“ წევრებს კარგი მებრძოლები უწოდა, რაშიც, მისი თქმით, საბჭოთა ჯარი დარწმუნდა.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის ლიდერმა ამერიკის კონსერვატიური კავშირის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რაც შეეხება „თალიბებს“, ისინი კარგი მებრძოლები არიან. თქვენ იცით აშკარად, რომ ისინი კარგი მებრძოლები არიან. ჰკითხეთ ამის შესახებ საბჭოთა კავშირს, არიან ისინი კარგი მებრძოლები? ისინი შესანიშნავი მებრძოლები არიან. თუმცა ისინიც დაიღალნენ. 19 წელია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.