დონალდ ტრამპი - სირია ქაოსია, თუმცა აშშ-ს არაფერი უნდა ჰქონდეს მასთან საერთო, ეს ჩვენი ბრძოლა არ არის, ნუ ჩაერევით
სირია ქაოსია, თუმცა ის ჩვენი მეგობარი არ არის და აშშ-ს არაფერი უნდა ჰქონდეს მასთან საერთო. ეს ჩვენი ბრძოლა არ არის, ნუ ჩაერევით! – ასე აფასებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.
„ოპოზიციონერმა მებრძოლებმა სირიაში უპრეცედენტო სვლით მთლიანად დაიკავეს რამდენიმე ქალაქი უმაღლესად კოორდინირებული შეტევის შედეგად, ახლა დამასკოს შემოგარენში იმყოფებიან და აშკარად ემზადებიან ასადის ჩამოსაგდებად მორიგი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად. რუსეთს, იმის გამო, რომ ასე დაკავებულია უკრაინაში, სადაც 600 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა, როგორც ჩანს, არ შეუძლია, შეაჩეროს ეს მარში სირიაზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის წლების განმავლობაში იცავდა. სწორედ აქ ყოფილმა პრეზიდენტმა, ობამამ უარი თქვა ვალდებულების შესრულებაზე, დაეცვა წითელი ხაზი ქვიშაზე და დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, როცა რუსეთი ჩაერია. თუმცა ახლა რუსებს, ისევე როგორც, სავარაუდოდ, თავად ასადსაც, როგორც ჩანს, აძევებენ და ეს, შესაძლოა, იყოს საუკეთესო რამ, რაც მათ შეიძლება დაემართოთ. რუსეთი არასდროს იღებდა დიდ სარგებელს სირიისგან, ობამას ნამდვილად სულელად წარმოჩენის გარდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სირია ქაოსია, თუმცა ის ჩვენი მეგობარი არ არის და აშშ-ს არაფერი უნდა ჰქონდეს მასთან საერთო. ეს ჩვენი ბრძოლა არ არის. დაე, იბრძოლონ. ნუ ჩაერევით!“ – წერს დონალდ ტრამპის თავის სოციალურ ქსელში.