დონალდ ტრამპი – სი ძინპინმა მითხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადასცემდა ან მიჰყიდდა იარაღს ირანს, იგივე მითხრა პუტინმაც, მას ესმის, რომ იარაღს ვყიდი არა უკრაინაზე, არამედ ნატო-ს ქვეყნებზე

19:46, 24.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდნენ, რომ ირანს იარაღს არ მიჰყიდიან.

მისივე განმარტებით, აშშ იარაღს ნატო-ს წევრ ქვეყნებზე სრულ ფასად ჰყიდის და მისთვის უცნობია, შემდეგ როგორ ანაწილებს ალიანსი ამ შეიარაღებას.

„პრეზიდენტმა სიმ პეკინში ჩვენი ბოლო შეხვედრისას მითხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადასცემდა ან მიჰყიდდა იარაღს ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ეს განცხადება ჩინურ კომპანიებზეც ვრცელდებოდა. ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, მას სიტყვაზე ვენდობი. გარდა ამისა, მეც ძალიან დიდ სამსახურს ვუწევ. ასევე, პრეზიდენტმა პუტინმაც, უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის მიუხედავად (ურთიერთობა ნარჩუნდება, ისევე როგორც პრეზიდენტ ზელენსკისთან), მითხრა, რომ ის არ მიჰყიდდა იარაღს ირანს. მას ესმის, რომ მე იარაღს ვყიდი არა უკრაინაზე, არამედ ნატო-ს ქვეყნებზე. ისინი სრულ ფასს იხდიან, ხოლო შემდეგ როგორ ნაწილდება ეს იარაღი, წარმოდგენა არ მაქვს. აქედან გამომდინარე, ორი უმსხვილესი ქვეყანა, რომლებზეც ხშირად საუბრობენ ირანის კონტექსტში, ჩემი აზრით, ამაში არ მონაწილეობს. ეს რომ გაეკეთებინათ, მათთვის ძალიან ცუდი იქნებოდა – ეს მათ ინტერესებში ნამდვილად არ შედის“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მსგავსი