დონალდ ტრამპი – შოტლანდიის ქალაქ აბერდინის მოსახლეობა ქუჩებში ცეკვავს, რადგან ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ზღვის ფასდაუდებელი ნავთობის რესურსების ათვისებას დაიწყებს
შოტლანდიის ქალაქ აბერდინის მოსახლეობა ქუჩებში ცეკვავს, რადგან ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ზღვის ფასდაუდებელი ნავთობის რესურსების სრულმასშტაბიან ათვისებას დაიწყებს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალი ხარისხის ნავთობის საბადოა.
„მას ასობით წლის სამყოფი მარაგი აქვს, თანაც მისი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აღმოჩენილი არ არის. ეს გაერთიანებულ სამეფოს უკიდურესი სიღარიბისა და კატასტროფის მდგომარეობიდან მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად გადააქცევს. ბრიტანეთი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდის ნორვეგიას მისი ნავთობის შესაძენად, მაშინ როცა ნორვეგია მას ჩრდილოეთის ზღვის ნაკლებად ღირებული ნაწილიდან მოიპოვებს – რა აბსურდია! ასევე ამბობენ, რომ გაერთიანებული სამეფო აპირებს გადაადგილოს ძველი და საშინელი შესახედაობის ქარის ტურბინები, რომლებიც აბერდინის თავზეა აღმართული და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ეს ქვეყნისთვის დიდი დღე იქნება და ამას ყველა ძალიან დააფასებს. გაერთიანებულ სამეფოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ ყველაფერი ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის რესურსების ათვისებით იწყება. ჩვენ გვიყვარხარ, შოტლანდია!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.