დონალდ ტრამპი - შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან, ორივე ლიდერს მოვიწვევთ აშშ-ში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე
დონალდ ტრამპი - შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან, ორივე ლიდერს მოვიწვევთ აშშ-ში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მან პრეზიდენტები მომდევნო წელს აშშ-ში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია.

„დღეს დილით ორი შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიიოევთან. განვიხილეთ მიმდინარე კონფლიქტებში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობა, ასევე ჩვენს ერებს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაზრდა. ორივე ქვეყანასთან ურთიერთობა შესანიშნავია. შეერთებული შტატები მომავალ წელს „დიდი ოცეულის“ სამიტს უმასპინძლებს და ჩვენ ორივე ლიდერს მოვიწვევთ, რომ შემოგვიერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც მაიამიში გაიმართება“, – წერს დონალდ ტრამპი.