დონალდ ტრამპი – შესანიშნავი ამბავი, ჩემი მეგობრის, კაროლ ნავროცკის გაბედული ლიდერობის წყალობით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის გახსნაზე

22:34, 17.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზა ძალიან მალე გაიხსნება.

მისი თქმით, აღნიშნული „ისტორიული ნაბიჯი“ პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გაბედული ლიდერობის შედეგია.

„შესანიშნავი ამბავი! ჩემი მეგობრის, კაროლ ნავროცკის, პოლონეთის პრეზიდენტის, გაბედული ლიდერობის წყალობით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის გახსნაზე. ეს თუ მოხდება, მისი მდებარეობა ძალიან მალე გახდება ცნობილი. ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება ჩვენი შესანიშნავი ამერიკულ-პოლონური ალიანსისთვის“, – წერს ტრამპი.

მსგავსი