დონალდ ტრამპი – შესაძლოა, კიდევ ერთი ობიექტის, პიკაქსის მთის აფეთქება მოგვიწიოს, იქ დიდ აქტივობას ვერ ვხედავთ, მაგრამ, თუ დავინახავთ, მაშინვე გავანადგურებთ
შესაძლოა, კიდევ ერთი ობიექტის, პიკაქსის მთის აფეთქება მოგვიწიოს, იქ დიდ აქტივობას ვერ ვხედავთ, მაგრამ თუ ამას დავინახავთ, მაშინვე გავანადგურებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.
საუბარია ობიექტზე, სადაც, სავარაუდოდ, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანის მცდელობა, შექმნას ბირთვული იარაღი „დასრულებულია“.
„წელს ბევრი ჩვენგანი მჭიდროდ თანამშრომლობდა ახლო აღმოსავლეთში არსებული კიდევ ერთი ხანგრძლივი გამოწვევის, ირანის რეჟიმის მიერ ბირთვული იარაღისა და ბირთვული ბომბის შექმნის მცდელობის მოსაგვარებლად. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს უკვე დასრულებულია. ჩემი აზრით, ამ საკითხის ეს ასპექტი უკვე ამოწურულია“, – აღნიშნა ტრამპმა.