დონალდ ტრამპი შესაძლოა, დავოსის ეკონომიკურ ფორუმს დაესწროს
დონალდ ტრამპი შესაძლოა, დავოსის ეკონომიკურ ფორუმს დაესწროს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, დავოსის ეკონომიკურ ფორუმს დაესწროს.

„შესაძლოა, დავოსში წავიდე“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დავოსის ეკონომიკური ფორუმი მსოფლიოს მსხვილ ბიზნესმენებთან შეხვედრის საუკეთესო შესაძლებლობაა.

დღემდე ცნობილი იყო, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ამერიკის დელეგაციას ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი უხელმძღვანელებდა.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი 21-24 იანვარს გაიმართება.