დონალდ ტრამპი – შემოდგომაზე სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში სკოლები შემოდგომისთვის აუცილებლად უნდა გაიხსნას, რადგან ონლაინგაკვეთილები არაეფექტურია.
როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ვირტუალური სასწავლო პროცესი სკოლასთან შედარებით „საშინელებაა“.
„ეს საკუთარ თავზე, ფართო მასშტაბით გამოვცადეთ – ვირტუალური სწავლება სკოლებსა და კამპუსებში სწავლასთან შედარებით, საშინელებაა, ერთმანეთს ვერც კი შეედრება. სკოლები შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გაიხსნას. რატომ უნდა დააფინანსოს ფედერალურმა მთავრობამ სკოლები, თუ ისინი არ გაიხსნებიან? არ დააფინანსებს!“ წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“.
Now that we have witnessed it on a large scale basis, and firsthand, Virtual Learning has proven to be TERRIBLE compared to In School, or On Campus, Learning. Not even close! Schools must be open in the Fall. If not open, why would the Federal Government give Funding? It won’t!!!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) July 10, 2020